პროექტის მოკლე აღწერა:
- ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება სასკოლო ფორმის ისტორიის შესახებ, სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება ამ მიმართულებით
- საზოგადოებრივი აზრის შესწავლა VII - XII კლასის მოსწავლეებისათვის სასკოლო ფორმასთან დაკავშირებით
- ინტერნეტის გამოყენებით და უფროსი თაობის წარმომადგენელთა გამოკითხვით მოსწავლეები შეაგროვებენ ინფორმაციას სასკოლო ფორმის ისტორიის შესახებ
- გაეცნობიან სხვადასხვა ქვეყნებში (აშშ, ბრიტანეთი, იაპონია, გერმანია) სასკოლო ფორმასთან დაკავშირებულ შეხედულებებს
- საზოგადოებრივი აზრის(მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები) შესწავლის მიზნით შეადგენენ კითხვარებს და ჩაატარებენ გამოკითხვას VII -XI კლასის მოსწავლეებში, მათ მშობლებში და მასწავლებლებში
- პარალელურად სკოლის ვებ-გვერდზე წარიმართება გამოკითხვა http://www.17school.ge/?answer=1&id=3&a=1&ajax=085
- მიღებული შედეგების საფუძველზე შეადგენენ დიაგრამებს
- მოამზადებენ პრეზენტაციას
- პროექტის პრეზენტაცია სკოლაში
- დისკუსია თემაზე: სასკოლო ფორმა – სასწავლო დაწესებულების ელიტარობის ნიშანია
ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
- შეიქმნება პროექტის განმახორციელებელი ჯგუფი
- განაწილდება ფუნქციები
- დარიგდება კითხვარები
- მონაცემთა კლასიფიკაცია
- ცხრილების, დიაგრამების შედგენა
- მოკვლეული მასალა ჩამოყალიბდება თემის სახით
- შესწავლილი იქნება საზოგადოებრივი აზრი
- შეიქმნება და დაიბეჭდება ბუკლეტები
- ჩატარდება პროექტის პრეზენტაცია სკოლაში, სადაც მოწვეულნი იქნებიან თემის და სხვა სკოლის წარმომადგენლები
- ჩატარდება დისკუსია თემაზე: სასკოლო ფორმა – სასწავლო დაწესებულების ელიტარობის ნიშანია
- სხვა სკოლის მოსწავლეებს ექნებათ საშუალება მიიღონ გამოკითხვაში მონაწილეობა (სკოლის ვებ–გვერდზე განთავსდება გამოკითხვა, სასკოლო ფორმა VII-XII კლასებში- "მომხრე" და "წინააღმდეგი ") და ასეთივე პროექტი შეუძლიათ განახორციელონ თავიანთ სკოლებში
- ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის შესახებ გამოქვეყნდება სკოლის ვებ–გვერდზე http://www.17school.ge/
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მოსწავლეები შეძლებენ დასმული დავალების შესასრულებლად საჭირო მონაცემების მოპოვებას, რისთვისაც გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ რესურსებს.
- ისტ–ის გამოყენება - კითხვარის შედგენა, დიაგრამების აგება, პრეზენტაციის შექმნა
პროექტის ფასილიტატორი: ეკა მურუსიძე
ფასილიტატორის ელ–ფოსტა: e.murusidze@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი: http://www.ekamurusidze.blogspot.com/
Комментариев нет:
Отправить комментарий